როგორ და რის გამო ზიანდება ბუნება და რა საფრთხეებს
გვიქმნის ენერგომოხმარების ზრდა?
არაგანახლებადი სათბობის
წვისას ატმოსფეროში გამოიყოფა
ათეულობით ქიმიური ელემენტი
მტვერი, ჭვარტლი და სხვა. რომლებიც წარმოადგენდნენ უმწვავეს
დავადებების წყაროს. ატმოსფეროში ეს კომპონენტები
რეაქციაში შედის წყალსა და ჟანგბადთან.
რის შედეგიც არის ეგრეთწოდებული ,,მჟავე წვიმები’’ დიდ ქალაქებსა და მსხვილ
სამრეწველო ცენტრებში წარმოიქმნება
ე.წ. სმოგი (ჭვარტლი, ბოლი და სქელი
ბურუსი) უაღრესად საშიშია ატომურ ელექტრო სადგურებში გამოყენებული რადიოაქტიური
ნივთირიებების ნარჩენები განსაკუთრებულად უნდა ავღნიშნოთ გლობარული
დათბობის საფრთხე. არაგანახლებადი სათბობის წვის შედეგად
ატმოსფეროში მატულობს ნახშიროჟანგის (C02) კონცერტრაცია. ამგვარი
პროცესი
იწვევს ეგრეთწოდებულ ,,სათბურის ეფექტს’’ რაც მეტად საშიშია. ,,სათბურის ეფექტი’’ ორგვარია: ბუნებრივი და ადამიანის
სამეურნეო საქმიანობით განპირობებული. ბუნებრივ ,,სათბურ ეფექტს’’ ქმნის თვით ატმოსფერო,
რომელიც დედამიწის ზედაპირიდან მიღებულ სითბურ
ენერგიას აკავებს საკუთარ ფენებში. ეს იცავს ჩვენს პლანეტას გაცივებისგან. რომ არა
ბუნებრივი სითბური ეფექტი ჩვენი პლანეტის საშუალო
ტემპერატურა +140C_ის ნაცვლად იქნებოდა -180 C.
დედამიწაზე შექმნილია უნიკალური ბუნებრივი პირობები, სასიცოცხლო
გარემო, მაგრამ ადამიანის საქმიანობის და უპირველეს ყოვლისა საწვავის წვისა და ტყის
ფართობის შემცირების შედეგად.მუდმივად იზრდება
ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში, ასევე
გროვდება მეთანი, აზოტის ოქსიდი და სხვა რაც განაპირობებს ბუნებრივი ტემპერატურული
ბალანსის დარღვევას, საყოველთაო, დათბობასა და ჰავის ცვლილებას, რასაც მოჰყვება პოლარული
ყინულის საფარის ინტენსიური დნობა,აიწევს მსოფლიო ოკიანის
დონე. დაიტბორება უდიდესი ტერიტორიები,დაიწყება მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია,ბუნებრივი
პროცესების გაუარესება,გაუდაბნოება და ა.შ. ბოლო მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიარდი ტონა
ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რომლის ნახევარზე მეტი არ შთაინთქმება ბიოსფეროთი და ოკეანის
ზედაპირით და გროვდება ატმოსფეროში.
ადამიანის საქმიანობის თანამედროვე მასშტაბებისა
და ენერგიის მოხმარების მაჩვენებლების შენარჩუნების შემთხვევაში XXI საუკუნის ბოლოს
ატმოსფეროს საშუალო წლიური ტემპერატურა 30-ით
მოიმატებს,რის შედეგადაც დედამიწაზე დამყარდება
ყველაზე მაღალი ტემპერატურა. უკანასკნელი
150 000 წლის მანძილზე.
მაგრამ ენერგომოხმარებას მხოლოდ უარყოფითი შედეგი როდი აქვს.მას აქვს დადებითი შედეგიც:კაცობრიობის
წინსვლა,პროგრესი,მატერიარული კეთილდღეობის ზრდა წარმოუდგენელია ენერგიის ხარჯვის გარეშე.
მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ცივილიზაციის მდგრადი განვითარება.
.ე.ი. დღეისათვის ენერგეტიკული სიტუაცია ასეთია: მსოფლიოში განურხელად იზრდება
ინტერესი განახლებული ენერგოწყაროების გამოყენების
მიმართ: მზე,ქარი,ბიოენერგია, რაც მოსასალმებელია.ჩვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე,
რამდენად სწრაფად იქნება ხელმისაწვდომი ენერგიის ეს წყაროები. მაგრამ ჯერ-ჯერობით უნდა ვისწავლოთ ჩვენს ხელთ არსებული
წყაროების რამდენადაც ეს შესაძლებელია ეფექტური და გარემოსათვის უსაფრთხო გამოყენება.
პრობლემა დიდია და ყოველი ჩვენგანი ვალდებულია
თავისი წვრილი შეიტანოს მის გადაჭრაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий