საქართველო ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა. ბუნებრივი
რესურსები ოძირითად ჯგუფად იყოფა: განახლებად და არა განახლებად .
ენერგიის
განახლებად წყაროებს მიეკუთვნება: მზის, ზღვის მიქცევა-მოქცევის, ქარის წყლის (ჰიდროენერგეტიკული) და სხვა. არაგანახლებადია: წიაღისეული რესურსები - სათბობენერგეტიკული ნედლეული.
საქართველო სათბობი წიაღისეულის ნაკლებობას განიცდის.
საქართველო ჰიდროენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანაა.
ერთ კვადრატულ კმ-ზე გაანგარიშებით მას მსოფლიოში ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს. მდინარეთა ჰიდროენერგიის მარაგი ყოველ წლიურად დაახლოვებით
150მლრდ. კვტ. სთ ზე მეტია, მაგრამ ჯერჯერობით გამოყენებულია მდინარეთა სიმძლავრის
უმნიშვნელო ნაწილი (დაახლოებით 10%). საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა . მართალია , მათი უმეტესობის (97%) სიგრძე 10 კმ-ს არ აღემატება, მაგრამ თითქმის ყველა მათგანზე
შეილება მცირე სიმძლავრის გენერატორის დამონტაჟება და ადგილობრივი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილება.
წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით აგებულია
40 ზე მეტი წყალსაცავი საქართველოში უდიდესი ჰიდოელექტროსადგური ენგურჰესია. მისი საპროექტო სიმძლავრე 1640 000
კვტ-ია. საშუალო წლიური გამომუშავება
5,46 მლრდ.კვტ.სთ. ჰესის ნაგებობაში შედის
271,5 მ სიმაღლის უნიკალური თაღოვანი კაშხალი, რომელიც დაბა ჯვართან ქმნის 1 მლრდ. მ3 მოცულობის წყალსაცავს
დიდი ჰიდროელექტროსადგურებია: ვარციხე ჰესის
კასკადი, ჟინვალჰესი, ხრამაჰესი I და II. გუმათჰესი I და II, ლანჯანურჰესი,
რიონჰესი და სხვა.
საქართველოს ენერგო სისტემაში ჩართულია 8 თბოელექტროსადგური, 60-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური და 400 -მდე ქვესადგური. მაგრამ მათ მიერ გამომუსავებული ენერგია საკმარისი არ
არის. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მუდამ სჭარბობდა მის მოპოვებას. ამიტომ
მეზობელი ქვეყნებიდან ვყიდულობდით და ვყიდულობთ მილოარდობით კილოვატსაათ ენერგიას.
გეოთერმული წყლები განახლებად ბუნებრივ რესურსებს მიეკუთვნება.
ვარაუდობენ რომ საქართველოში თერმული წყლების მარაგი 220-250 მლნ.კუბ.მ -ია. ცნობილია კოდორის, ალაზნის, ქართლის, თბილისის ,
კოლხეთის , მენჯის , წყალტუბოს
და სხვა წყლის აუზები. თბილისის თერმული
წყლის ტემპერატურა 30-37•C- ს აღწევს , ცაისში 80 გრადუს ზე მეტია. თუ მოხერხდება
საქართველოს თერმული წყლების ეფექტური გამოყენება, შეიძლება დაიზოგოს დაახლოებით 1,5 მლნ
ტონა პირობითი საწვავი .
მზის ენერგიას
შეიძლება ამოუწურავი ვუწოდოთ. იგი უკვე რამდენიმე მილიარდი წელია თავის მაცოცხლებელ სხივებს გზავნის დედამიწაზე. დედამიწის ზედაპირის ყოველი კვადატული მეტრი მზისაგან დაახლოებით 1,5 კვტ საშუალო სიმძლავრის ენერგიას
იღებს წელიწადში. ეს დაახლოებით 50
მილიარდი ჯოულია. მართალია ამ ენერგიას რამდენიმე ასეული კგ ქვანახშირი იძლევა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ
მზისენერგია განახლებადია და ატმოსფეროს გაბინძურებას არ იწვევს . საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების კარგი პირობებია.
დედამიწის ზედაპირის არათანაბარი გათბობის გამო წარმოიქმნება
ქარი. ქარის ენერგიის გამოყენებას ხანგრძლივი ისტორია აქვს.
Комментариев нет:
Отправить комментарий