პროექტის განხორციელებამ და მოსწავლეთა
ურთიერთობებმა არაფორმალურ ვითარებაში მოსწავლეებს კვლევის, გუნდური მუშაობის, ანალიზის, სინთეზის და პრობლემების ერთად დაძლევის უნარი შესძინა. მათ მოსახლებაში გამოკითხვების კითხვარების შევსების და საკუთარ ოჯახებში დახარჯული ელექტრული ენერგიის გაანგარიშებით დაასკვნეს, რომ მოსახლეობა უყაირათოდ ხარჯავს ენერგიას. კვლევის შედეგები ასახეს დიაგრამებზე და საპრეზენტაციო პროგრამის დახმარებით ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაციები სკოლის ბენეფიციარების წინაშე. პრეზენტაციებშივე წარმოგვიდგინეს პრაქტიკული რჩევები ენერგიის დასაზოგად. აღნიშნული რჩევები გადაიტანეს ბუკლეტზე რომლებიც დარიგდა გამოკითხულ 80 ოჯახში, გამოიკრა სკოლის დერეფნებში. პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებმა დაასკვნეს,
1. ენერგიის უყაირათო ხარჯვა გამოწვეულია მოსახლეობის არაინფორმირებულობით, არ
იციან თუ როგორ დაზოგონ ენერგია:
2. ენერგიის
დაზოგვა გამოწვეულია ძირითადად ოჯახის ბიუჯეტის გაფრთხილებით და არა ენერგიის
დაზოგვის მიზნით (მოსახლეობის გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის
ის ნაწილი უფრო უფრთხილდება ენერგიას, რომლის თვითშეგნება უფრო მაღალია).
პრაქტიკული
რჩევები
· ნუ გამოაღებთ მაცივრის ან საყინულის კარს დიდი ხნით. არ შედგათ მაცივარში
ცხელი კერძები;
· ნუ გექნებათ ტელევიზორი ჩართული მუდმივად ქსელში, თუნდაც ,,ლოდინის“ რეჟიმში.
გამორთეთ ტელევიზორი ოთახიდან გასვლისას, ან როდესაც სხვა საქმით ხართ დაკავებული;
· ჩააქრეთ შუქი ოთახიდან გასვლისას;
· ნუ აანთებთ მრავალნათურიან ჭაღს, თუ ერთი ნათურით განათებაც საკმარისია
თქვენი საქმიანობებისათვის;
· სრულად და ეფექტურად გამოიყენეთ დღის სინათლე. წიგნის კიტხვისას ხელსაყრელია
ფანჯარასტან ახლოს დაჯდომა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ კარგად გაწმენდილი მინები
შუქს უკეთესად ატარებენ;
· დაგმანეთ ღრიჭეები;
· გაზზე მომუშავე გამათბობელი უფრო ეკონომიურია და ეფექტური, თუ
დაამონტაჟებთ გაზზე მომუშავე გათბობის სისტემას, აუცილებლად ჩაამონტაჟეთ მარეგულირებელი
მოწყობილობა;
· ,,თერმექსით“ სარგებლობისას რეგულატორი არ უნდა იყოს დაყენებული
მაქსიმალურ დანაყოფზე, მიზანშეწონილია 60-770-ის დიაპაზონში;
·
ბუხრით ან შეშის
ღუმელით სარგებლობისას მათი ჩაქრობის შემთხვევაში საჭიროა საკვამური ტიხარის ჩამოშვება/დახურვა ოთახში სითბოს შესანარჩუნებლად;
·
დააყენეთ შემოსასვლელში
ორმაგი კარები არა მარტო უსაფრთხოების, არამედ სითბოს შენარჩუნების მიზნით;
·
ორმაგი ფანჯრების
დაყენება და მინების იზოლაცია კარგ შედეგს იძლევა;
·
არ დადგათ თქვენი
საყინულე ან მაცივარი სითბოს გამომყოფი მოწყობილობის გვერდით, მაგალითად ელექტროღუმელების,
ან გამათბობელის სიახლოვეს;
·
მაცივარი, ან
საყინულე იმუშავებს უფრო ეფექტურად, თუ მის ირგვლივ თავისუფალი სივრცე იქნება ჰაერის
უკეთესი ცირკულაციის მიზნით;
· გამოიყენეთ ენერგოდამზოგავი ნათურები და დაზოგავთ განათებაზე მოხმარებული ენერგიის დაახლოებით ორ მესამედს. შესაბამისად მნიშვნელოვნად შეამცირებთ ელექტროენერგისს გადასახადს. მაგალითად, თუ
100 ვატიან ნათურას შეცვლით იგივე განათების მქონე ენერგოდამზოგავი ნათურით (30 ვატი), წელიწადში დაზოგავთ დაახლოებით 40 ლარს, დღეში საშუალოდ ნათურის 10 საათის განმავლობაში მოხმარების პირობებში.
დავასკვენით:
ენერგიის დაზოგვა ყველაზე იაფი და სუფთა ენერგიის ,,წყაროა". ენერგიის ეკონომია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი ენერგიის წარმოება. ენერგიის დაზოგვით ჩვენ ვამცირებთ ენერგიის წარმოების და ტრანსპორტირების ხარჯებს. მისი ეფექტური გამოყენებით ვამაღლებთ ჩვენი ცხოვრების კომფორტულობას და რაც მთავარია ვამცირებთ მის უარყოფით გავლენას გარემოზე.
გამოვიყენეთ
რა
ბუკლეტში
მითითებული
პრაქტიკული
რჩევები
ჩვენი
ოჯახების
ყოველთვიური
ენერგიის
ხარჯი საშუალოდ
შემცირდა
დაახლოები
30%-ით, რამაც
გარკვეულწილად
შეუწყო
ხელი
საოჯახო
ბიუჯეტის
დაზოგვას!
დავასკვენით:
ენერგიის დაზოგვა ყველაზე იაფი და სუფთა ენერგიის ,,წყაროა". ენერგიის ეკონომია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი ენერგიის წარმოება. ენერგიის დაზოგვით ჩვენ ვამცირებთ ენერგიის წარმოების და ტრანსპორტირების ხარჯებს. მისი ეფექტური გამოყენებით ვამაღლებთ ჩვენი ცხოვრების კომფორტულობას და რაც მთავარია ვამცირებთ მის უარყოფით გავლენას გარემოზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий