ამონარიდები facebook ( https://www.facebook.com/groups/305521072929944/ )გვერდიდან ექსკურსიის შემდეგ:
ა.წ. 29 მაისს მე-8ბ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მარშრუტით გორი-თბილისი-მცხეთა -გორი.თითქოს არაფრის, მაგრამ თან მრავლის მთქმელი მარშრუტია, რადგან ამ 4 სიტყვის უკან საკმაოდ დატვირთული და ემოციებით დახუნძლული წუთები და საათები წინ გველოდა. პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ წასულებმა დიდი ოპერატიულობა გამოვიჩინეთ, რათა მოგვესწრო ყველა ის ვიზიტი რაც დაგეგმილი გვქონდა. ექსკურსიის გეგმა ასეთი იყო: ორთაჭალჰესი, სახელმწიფო სამხედროსამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დელტა", სახელმწიფო, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მუზეუმები, 9 აპრილის მემორიალი, ქაშუეთის ტაძარი, მთაწმინდის პანთეონი, თუმანიშვილის სახელობის თეატრი-სპექტაკლი ,,ჩიტის მონაყოლი ამბავი", ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით, ბოლოს კი მცხეთა-ვახშამი.
მინდა ვკითხო ჩემს მოსწავლეებს- 1. საიდან გაჩნდა ამ მარშრუტის იდეა? 2. რა შეგმატათ ექსკურსიამ? 3. კმაყოფილი ხართ ექსკურსიის?
ველოდები თქვენს გამოხმაურებას.
მინდა ვკითხო ჩემს მოსწავლეებს- 1. საიდან გაჩნდა ამ მარშრუტის იდეა? 2. რა შეგმატათ ექსკურსიამ? 3. კმაყოფილი ხართ ექსკურსიის?
ველოდები თქვენს გამოხმაურებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий