სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მარშრუტით გორი-თბილისი-გორი
29.05.2015წ.
პრობლემური სიტუაციის აღწერა:
ბოლო წლებში სკოლებში
იკლო მოტივაციამ საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლისადმი, განსაკუთრებით პრობლემა
ჩნდება ფიზიკაში ელექტროობის შესწავლისას, რამდენადაც მოსწავლეები ელექტრულ დენს ვერ
ხედავენ და უჭირთ აღქმა მუხტების (ელექტრული დენის) მოძრაობის, ელექტრული დენის წარმოქმნის
და ერთი სახის ენერგიის მეორე სახის ენერგიად გარდაქმნის, დენის ქიმიური და მაგნიტური
მოქმედების, ასევე უჭირთ თეორიულად ნასწავლის მასალის პრაქტიკასთან დაკავშირება და
მისი გამოყენება.
მიზანი:
ესგ-ბუნება IX.5-მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებსა და ენერგიის წყაროების შესახებ.
ესგ-ბუნება IX.5-მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებსა და ენერგიის წყაროების შესახებ.
ამოცანები:
·
შეძლონ
მოსწავლეებმა ენერგიის ფორმების განსხვავება;
·
მოიპოვონ
ინფორმაცია ბუნებრივი ენერგიის, კერძოდ ელექტრული ენერგიის შესახებ;
·
დასახონ
მათი ყაირათიანი გამოყენების გზები (მე-9 კლასი);
·
შეძლონ
და აღწერონ წყლის მექანიკური ენერგიის ელექეტრულ
ენერგიად გარდაქმნის პროცესი;
·
შეძლონ
აღწერონ და დაახასიათონ ელექტრული დენის ქიმიური და მაგნიტური მოქმედება:
·
შეძლონ
აღწერონ და იმსჯელონ ელექტრული ენერგიის გადაცემის
გზებზე.
·
აქტივობები:
ვიზიტი ჰიდროელექტრულ
სადგურში და გალვანურ საამქროში .
შედეგი:
·
მოსწავლეები
შეძლებენ ენერგიის ფორმების განსხვავებას;
·
მოძიებული
ექნებათ ინფორმაცია ბუნებრივი ენერგიის, კერძოდ ელექტრული ენერგიის შესახებ;
·
შეძლებენ აღწერონ
წყლის მექანიკური ენერგიის ელექეტრულ ენერგიად გარდაქმნის პროცესი;
·
შეძლებენ
აღწერონ და დაახასიათონ ელექტრული დენის ქიმიური მოქმედება:
ზაჰესში |
·
შეძლებენ
ნაწილობრივ აღწერონ და იმსჯელონ ელექტრული ენერგიის გადაცემის გზებზე.
ექსკურსიამძღოლობა გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ლევან საჩალელმა გაგვიწია |
ჩვენთვის უჩვეულო სანახაობა |
ბატონი ლევანი გვიხსნის ელსადგურის დაარსების ისტორიას |
დამშვიდობებისას უამრავი შეკითხვა ჩვენს მასპინძელს... |
,,დელტა"- დენის ქიმიური მოქმედება |
Комментариев нет:
Отправить комментарий