ენერგიის დაზოგვა ყველაზე იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ,,წყაროა’’.ენერგიის ეკონომია უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ახალი ენერგიის წარმოება.ენერგიის დაზოგვით ჩვენ ვამცირებთ ენერგიის წარმოების და ტრანსპორტირების ხარჯებს,მისი ეფექტური გამოყენებით ვამაღლებთ ჩვენი ცხოვრების კომფორტულობას და რაც მთავარია ვამცირებთ მის უარყოფით გავლენას გარემოზე.
ამგვარად, ენერგიის დაზოგვა გარემოს დაცვის უმნიშვნელოვანი საშუალებაა. თუ ჩვენ ნაკლებად გამოვიყენებთ ავტომობილს (ე.ი. მხოლოდ მაშინ,როცა საჭიროა), ვივლით ფეხით ან ვისარგებლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტ ით, დავათბუნებთ ბინას, რომ შეინარჩუნოთ სითბო, შევიძენთ ეკონომიურ ნათურებს,ოთახიდან გასვლისას გამოვრთავთ სინათლეს, ტელევიზორს არ დავტოვებთ ჩართულს ,,ლოდინის’’ რეჟიმზე და გამოვრთავთ ღილაკით, მარავალნათურიანი ჭაღის ნაცვლად ვისარგებლებთ იმდენი ნათურით , რაც საკმარისი იქნება ჩვენი საქმიანობისთვის, მჭიდროდ დავკეტავთ ონკანს, სრულად და ეფექტურად გამოვიყენებთ დღის სინათლეს და ა.შ, ამით არა მარტო დავზოგავთ ენერგიას, ამით დავიცავთ ბუნებას და შევამცირებთ დანახარჯს. ასე რომ ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ გარემოს დაბინძურება, რომელიც დაკავშირებულია ენერგიის არაეფექტურ გამოყენებასთან.
მილიონი წელი დასჭირდა ადამიანს, რომ მიეღწია ცივილიზაციის დღევანდელ დონემდე და თუ გვინდა, რომ დედამიწაზე კაცობრიობა და ყველაფერი ცოცხალი ვითარდებოდეს მრავალი თაობის მანძილზე, აუცილებელია უსაფრთხო და განახლებადი ენერგიის ეფექტური გამოყენება.
შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო ადამიანის და ყველა ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий